რუსთაველის ქუჩაზე გზა გაიხსნა

2023-04-15 17:16:57

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.

როგორც რუსთავის მერიაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, გზა რუსთაველის გამზირზე უსაფრთხოების მიზნით იყო გადაკეტილი, ახლა კი ტერიტორიაზე არანაირი საშიშროება აღარ დგას და აქედან გამომდინარე, სავტომობილო მოძრაობაც აღდგა. 

ტრანსპორტის გადაადგილება რუსთაველის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე 4 თვის წინ შეიზღუდა. მიზეზი აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევა გახდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები