ავარიას რუსთაველი დედა-შვილი ემსხვერპლა

2023-04-15 11:42:15

გომთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გარდაცვლილია 38 წლის ნინო შუკაკიძე და მისი 12 წლის გოგონა, ანასტასია ნათენაძე.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ავტომობილს თავად ქალი მართავდა. ის შვილებთან ერთად, დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

შემთხვევის დროს ავტომობილში იმყოფებოდა გარდაცვლილი ქალის მცირეწლოვანი ვაჟიც. ბავშვი თავს კარგად გრძნობს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოჯახი რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გომი-ვაყის გზაზე 14 აპრილს მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულმა ქალმა და ბავშვმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღეს, რომ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისინი კლინიკაში შეყვანისთანავე დაიღუპნენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები