რუსთავში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო.
უამინდობა ქალაქში, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში გაგრძლედა.
საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთი მცირედით დაიტბორა, თუმცა ამას ტრანსპორტის გადაადგილებისთვის შეფერხება არ შეუქმნია.
ინფორმაციისთვის, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსთავში წვიმიანი ამინდი მოსალოდნელი არ არის.