ავტოსაგზაო შემთხვევა მართვის მოწმობის გამოცდაზე

2023-04-12 12:07:05

ახალგაზრდა, რომელიც გორში მართვის მოწმობის გამოცდას აბარებდა, გამომცდელს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი.

როგორც საიფორმაციო სააგენტოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოტოციკლის სამართავად, შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლების მიღებას ცდილობდა, რა დროსაც ავარია მოხდა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "TV მონიტორინგმა" გაავრცელა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები