აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება.
"სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 13 აპრილს დაიწყება და 15 აპრილის ჩათვლით 9:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.