მოსწავლეთა თვითმმრთველობის შეხვედრა

2017-11-01 16:51:16

მერიის დარბაზში მოსწავლეთა თვითმმრთველობის შეხვედრა გაიმართა. სკოლის მოსწავლეებს თვითმმართველობის შექმნის მიზნები განემარტათ. უახლოეს პერიოდში მოხდება სკოლების თავმჯდომარეების შერჩევა, რომლებიც ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემებზე იმსჯელებენ. აქტივობაში რუსთავის ყველა საჯარო და რამდენიმე კერძო სკოლაა ჩართული.