ქვეითი, რომელსაც ავტობუსი დაეჯახა, გარდაიცვალა

2023-04-10 18:03:19

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე  ავტობუსი ქვეითს დაეჯახა.

შუა ხნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

"ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები