სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოყვა (ვიდეო)

2017-11-01 14:15:32

ოდიშარიასა და მშენებელთა ქუჩების კვეთაზე ავარია მოხდა. ერთამანეთს სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟისა და "სუბარუს" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა როდესაც სასწრაფო დახმარებას საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი გადაყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, სხვა ეკიპაჟის მიერ, პაციენტის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანა განხორციელდა.

რაც შეეხება „სუბარუს“ მარკის ავტომობილს, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სასწრაფოს ეკიპაჟის შემდეგ, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ნახეთ ვიდეო.