13 აპრილიდან რუსთავში ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში სააღდგომო არდადეგები დაიწყება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში” განუცხადეს. მათი თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასვენებები 18 აპრილამდე გაგრძელდება. რაც შეეხება სკოლებს: ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებში სააღდგომო დასვენება 14 აპრილს დაიწყება.
მოსწავლეებისთვის სააღდგომო არდადეგები 17 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 18 აპრილიდან კი სწავლა განახლდება.