9 აპრილი რუსთავში დამოუკიდებლობის ხეივანში აღინიშნა

2023-04-09 14:31:58

რუსთავში, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 -ე წლისთავი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან  32-ე წლისთავი გვიან ღამით დამოუკიდებლობის ხეივანში აღინიშნა.

საქართველოს დროშის ფერებში განათებული 9 აპრილის მემორიალთან, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს  პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ახალგაზრდებთან და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად მივიდნნენ.  მემორიალი მათ ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს 9 აპრილის ღამეს დაღუპულთა ხსოვნას.

სიმბოლურად  ტიტებით იყო მორთული რუსთავის დამოუკიდებლობის ხეივანიც.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.