რუსთავში დრიფტის გამო რამდენიმე მძღოლი დააჯარიმეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე, ალიევის სახელობის სკვერთან და მშვიდობის ქუჩაზე, რამდენიმე მძღოლი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააჯარიმეს.
არსებული ინფორმაციით ავტომობილის მძღოლები დრიფტით იყვნენ დაკავებულნი.
შეგახსენებთ რომ პირველ ეტაპზე, დამრღვევს "დრიფტისთვის" 30 ქულა დააკლდება და 300 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაზე კი - 500 ლარით დაჯარიმდება და 35 ქულა დააკლდება.