რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა, სალონების შემოწმება დაიწყო

2023-04-08 00:22:22

რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა, სალონების შემოწმება დაიწყო.

მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, რუსთავის მერიამ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სერვისების განახლება დაიწყო.

რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრმა, მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლის უშუალო პროცესი  აპრილს დაიწყო.

დღეისათვის ცენტრის თანამშრომლებმა, 20-მდე სილამაზის სალონი და ესთეტიკური ცენტრი უკვე შეამოწმეს.

მონიტორინგის მიზანი, C ჰეპატიტის, ვირუსული, სოკოვანი და ბაქტერიოლოგიური დაავადებების ელიმინაცია და მათი პრევენციაა.

ინფორმაციას კანონით გათვალისწინებული იმ ნორმების შესახებ, რასაც სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ, დაინტერესებული პირები რუსთავის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნობიან.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, შექმნილია სპეციალური QR კოდიც.

სალონების და ესთეტიკური ცენტრების მონოტორინგის პროცესის დაწყებამდე, რუსთავის მერიამ სპეციალური საინფორმაციო კამპანიაც აწარმოა.

სილამაზის სალონების და ესთეტიკური ცენტრების წარმომადგრნლებს პირადად შეხვდა ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, კამპანიის ფარგლებშივე, სალონების წარმომადგენლებისთვის რუსთავის მერიამ სპეციალური ტრენინგიც გამართა.

დღეისათვის რუსთავში 150-მდე სილამაზის სალონი და ესთეტიკირი ცენტრი ფუნქციონირებს.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.