კახეთში არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედების ფაქტი დაფიქსირდა.
მსხვერპლი 14 წლისაა, სავარაუდო დამნაშავე კი მისი მამინაცვალი.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლითაა დაწყებული.