აბიტურიენტთა საყურადღებოდ

2023-04-06 11:24:01

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ აბიტურიენტებს, რომ  საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 13 აპრილის 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეგეძლებათ.
თუ გამოცდის დროს გესაჭიროებათ სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნეთ შესაბამისი ველი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100)  უნდა წარმოადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 13 აპრილის 18:00 საათამდე.
გისურვებთ წარმატებას!