უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
„კიდევ ორი ძვირფასი, პატრიოტი დავკარგეთ. დიდება გმირებს!,“ - წერს ნადიმ ხმალაძე.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 40 ქართველი ემსხვერპლა.