ხანძარი ჭყონდიდელის დასახლებაში (ვიდეო)

2017-10-31 16:20:26

ხანძარი ჭყონდიდელის დასახლებაში. ცეცხლი გოგოლის ქუჩაზე არსებულ თივის საწყობს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, მათი განცხადებით ცეცხლი საკმაოდ დიდ ტერიტორიას უკიდია და ხანძრის გავრცელებას ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი სიგარეტის ნამწვავმა გააჩინა. საწყობის მფლობელის განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი 40 000 ლარს შეადგენს. ნახეთ ვიდეო.