"რესპუბლიკური ჩვენი სახლია"

2023-04-02 13:55:36

"რესპუბლიკური ჩვენი სახლია", - ამ ლოზუნგით რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, კლინიკის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს.

როგორც მედიკოსი, ნინო ხაჭაპურიძე განმარტავს, ძალიან უპერსპექტივო და უტოპიურია ექიმების სხვა კლინიკაში გადანაწილება.

"არის იმის შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ და რაც გასაკეთებელია, ის პარალელურად გაკეთდეს. ძალიან უპერსპექტივო და უტოპიურია ექიმების სხვა კლინიკაში გადანაწილება. ის რომ რეაბილიტაციაა საჭირო, ეს ცალსახაა", - აღნიშნავს მედიკოსი.