რუსთავში აბონენტებს ბუნებრივი აირი დაბალი წნევით მიეწოდებათ

2023-04-01 13:04:59

ჰაერის ტემპერატურის კლებასთან ერთად, ქალაქში ბუნებრივი აირის მოხმარებამ იმატა.

წნევის უცაბედმა მატებამ, გარკვეულ მისმართებზე შეფერხება გამოიწვია. მე-17 მკრს მაცხოვრებლები აღნიშნულთან დაკავშირებით,, "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ.

მათი ინფორმაციით, ბუნებრივი აიროს მიწოდება დაბალი წნევით ხდება.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის ოფისში აცხადებენ, რომ შეფერხება, ბუნებრივი აირის დიდი ოდენობით მოხმარებამ გამოიწვია, სამუშაო ჯგუფი უკვე ადგილზე იმყოფება და პრობლემა 1 საათის ფარგლებში აღმოიფხვრებაა.