მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

2017-10-31 12:45:08

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ნაწილის დახარჯვას მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტს. საბჭოს შექმნის მიზანი საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებაა. საბჭოს წევრები ქალაქის პირველ პირამდე მიიტანენ რუსთავისა და მოსახლეობისთვის პრიორიტეტულად მოსაგვარებელ პრობლემებს. საბჭოში 20 წევრია გაწევრიანებული, მათი შერჩევა 10 ტერიტორიული ორგანოდან, მოსახლეობის არჩევის საფუძველზეზ მოხდა.

საბჭო აქცენტს ინფრასტრუქტურულ და სოციალური პროექტების განხორციელებაზე გააკეთებს.