შსს - ფარულ კადრებს ავრცელებს [video]

2023-03-31 11:46:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის პოლიციის, საპატრულო პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის, კახეთის პოლიციის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 58 პირი დააკავეს, მათ შორის 31 ნარკორეალიზატორია.

ნარკოტიკების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2003 წელს დაბადებული ლ.შ., 1997 წელს დაბადებული დ.ა., 1994 წელს დაბადებული ლ.მ., 1997 წელს დაბადებული ბ.ა., 1993 წელს დაბადებული დ.კ., 2000 წელს დაბადებული დ.გ., 1964 წელს დაბადებული ე.ნ., 1975 წელს დაბადებული ვ.ლ., 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ., 2000 წელს დაბადებული დ.ა., 2000 წელს დაბადებული ბ.ც., 1997 წელს დაბადებული ვ.ე., 1997 წელს დაბადებული ა.კ., 1996 წელს დაბადებული მ.ო., 1997 წელს დაბადებული პ.ბ., 1989 წელს დაბადებული მ. ს., 1983 წელს დაბადებული გ.ა., 1994 წელს დაბადებული ჰ. ო., 1985 წელს დაბადებული ნ.ა., 1982 წელს დაბადებული რ.უ., 1993 წელს დაბადებული ს.ს., 1988 წელს დაბადებული ა.მ., 1975 წელს დაბადებული ზ.ე., 1971 წელს დაბადებული ი.ბ., 1964 წელს დაბადებული დ.კ., 1970 წელს დაბადებული ზ.ჩ., 1986 წელს დაბადებული ზ.ი., 1974 წელს დაბადებული ნ.გ., 1985 წელს დაბადებული ე.ა., 1973 წელს დაბადებული გ.ბ., 1996 წელს დაბადებული ჯ.ჯ.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული ზ.ზ., 1981 წელს დაბადებული ხ.გ., 1987 წელს დაბადებული გ.ჭ., 1977 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ე.მ., 1999 წელს დაბადებული ა.მ., 1997 წელს დაბადებული ა.ქ., 2000 წელს დაბადებული თ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.ხ., 1997 წელს დაბადებული ო.ა., 1964 წელს დაბადებული ზ.ა., 1956 წელს დაბადებული ტ.ა., 1995 წელს დაბადებული ხ.გ., 1967 წელს დაბადებული ნ.ვ., 1993 წელს დაბადებული ხ.მ., 1998 წელს დაბადებული ა.ჩ., 1997 წელს დაბადებული თ. ც., 1991 წელს დაბადებული ი.ჭ., 1984 წელს დაბადებული ა.ა., 1962 წელს დაბადებული ტ.ა., 1971 წელს დაბადებული ე.კ., 1970 წელს დაბადებული კ.შ., 1997 წელს დაბადებული ს.უ., 1981 წელს დაბადებული მ.ა., 1984 წელს დაბადებული ი. დ. და 2002 წელს დაბადებული ა.ზ.,1968 წელს დაბადებული შ.მ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ, ისინი სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, ფოტოებს უღებდნენ, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული სხვა პირების პირადი, ავტომანქანების, სახლებისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“ „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“, „პრეგაბალინი“, ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „ფენტანილი“, „ტრამადოლი“, „პსილოცინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი.
ასევე ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, ასევე, მცირე ზომის სასწორები და წებოვანი ლენტები.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის და გასაღების, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 261-ე, 263-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.