ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ბათუმის ქუჩაზე ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და "ჰიუნდაი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.