გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებასთან კაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.