დილიდან რამდენიმე სადგურზე ხალხმრავლობაა იყო. რუსთავიდან თბილისისკენ მიმავალი მგზავრები მიკრო ავტობუსის მოლოდინში ნახევარ საათზე მეტ ხანს იყვნენ გაჩერებაზე. მსგავსი მდგომარეობა იყო თოდრიის წრესთან (დიდუბეს მიმართულება), მეთორმეტე მიკრორაიონში (რკინიგზის სადგურის მიმართულება) და მეცხრამეტე მიკრორაიონში (მაღლივი კორპუსის მიმართულება), სხვა სადგურებზე შეფერხება არ იყო. კომპანია ინტერტრანში აცხადებენ რომ - "დედაქალაქში, გმირთა მოედანზე და წერეთლის გამზირზე იყო საავტომობილო საცობი, რამაც მგზავრების დროულად გადაყვანაში გარკვეული შეფერხება გამოიწვია.