პოლონეთში ქართველი კაცი დააკავეს

2023-02-28 19:09:32

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 35 წლის ქართველი კაცი სამართალდამცავებმა მაშინ დაკავეს, როდესაც 6 ირანელი პოლონეთის საზღვარზე არალეგალურად გადაჰყავდა.

ქართველს წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. ბრალის დამკტიცების შემთხვევაში კი 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები