იტალიაში 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს

2023-03-28 17:07:03

იტალიის ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველი ქალი ყელის არეში დაჭრეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს სამართალდამცავები ეძებენ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები