ავარიას 33 წლის კაცი ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაშავდა

2023-03-27 16:47:49

დედოფლისწყაროში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, თქმით მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.

შედეგად, 33 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ორი მგზავრი კი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები