ბათუმში ერთ-ერთი სკოლიდან 10-მდე მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

2023-03-27 16:25:11

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის 10-მდე მოსწავლე, პედაგოგი და მანდატური კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც ბათუმის რესურსცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მათ ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ. არსებული ინფორმაციით, კლასში ერთ-ერთმა მოსწავლემ „სპრეი“ გაუშვა.

"შემთხვევა მე-11 კლასში მოხდა, საკლასო ოთახში ერთ-ერთმა ბავშვმა „სპრეი“ გაუშვა, რის გამოც რამდენიმე მოსწავლე, მასწავლებელი და მანდატური კლინიკაში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს“, - განაცხადა ბათუმის რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა დავითაძემ.