რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2023-03-26 18:23:49

კომაპანია "რუსთავის წყალის" განცხადება:

"ხვალ, 27 მარტს, კომპანია  "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოების ფარგლებში ხრამის სათავე ნაგებობაზე ორი ახალი ტუმბო-აგრეგატი დამონტაჟდება, რაც წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 27 მარტს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 27 მარტს, დილის 10:00 საათიდან  28 მარტის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის."