მარნეულის მუნიციპალიტეტში შვილმა მამა დაჭრა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამა-შვილს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 104-ე მუხლით დაიწყო. დამნაშავე კი დაკავებულია.