რუსთავის ცენტრალურ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"მაზდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ავარდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 ადამიანი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს.
ცენტრალურ ხიდზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.