"იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა"

2023-03-24 13:10:58
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ 132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 25 მარტის 00:00 სთ-დან 26 მარტის 00:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.