რუსთავქალაქობის ფარგლებში შექმნილი სკულპტურები რუსთავის თაეტრის წინ არსებულ პაკში განთავსდება. სამუშაოებს ააიპ უზრუნვეყოფის სამსახური ახორციელებს. ქანდაკებები 15 თვის განმავლობაში მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა. ამ პერიოდის განმავლობაში სკულპტურების განთავსების ადგილი არაერთხელ შეიცვალა, დღეიდან კი ქანდაკებების ნახვა თეატრის მიმდებარე სკვერშია შესაძლებელი.
სკულპტურები 2016 წლის რუსთავქალაქობის დღის აღსანიშნავად შეიქმნა და მოედანზე ამავე დღეს განთავსდა. 9 ქანდაკების დასამზადებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 72 000 ლარი იყო გამოყოფილი.
სიმპოზიუმი გაიმართა 2017 წელსაც, სიმპოზიუმის ფარგლებში 11 ქანდაკება შეიქმნა, რისთვისად ქალაქის ბიუჯეტიდან 177 000 ლარი დაიხარჯა.