რუსთავში გიურზა იპოვეს [photo]

2023-03-24 23:42:43

რუსთავში გიურზა იპოვეს. ამის შესახებ პოსტს სოციალური ქსელის რუსთაველი მომხმრებელი, მალხაზ გაბესკირია წერს.

"დღეს ჩემს მეგობარს დაურეკეს რომ რუსთავის ავტო ბაზრობაზე მოზრდილი გიურზა შეუნიშნავთ. მან კი მე შემატყობინა. ავედით და მიუხედავად ვიწრო და მიუდგომელი ადგილისა, მაინც შევედი და გამოვიყვანე Macrovipera lebetina იგივე გიურზა. აღსანიშნავია რომ დაჭერისას საკმაოდ აგრესიულობით გამოირჩეოდა.

გავიყვანეთ ბუნებაში, ქალაქიდან მოშორებით და გავუშვით სამშვიდობოს.

ხალხიც კმაყოფილი დარჩა, გველიც და ჩვენც.

მადლობა იმ კარგ ადამიანებს რომ დარეკეს ჩვენთან და თვითნებურად არ სცადეს დაჭერა ან მოკვლა.

გველის სიგრძე დაახლოებით 110 სმ-ს შეადგენდა.

გავუფრთხილდეთ ბუნებას და ერთმანეთს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები