მუქარა თუ ულტიმატუმი

2017-10-30 14:03:47

"ქართული მარში" ხვალინდელი დაანონსებული აქციის ფარგლებში, ფეხბურთის ფედერაციის შენობას ლგბტ ფერებში შეღებავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მათთან გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის ბოდიშს არ მოიხდის.

ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადეს და აღნიშნეს, რომ არა მარტო შეღებვა, ლგბტ-ების დროშის აღმართვაც იგეგმება
აქცია, რომელიც ხვალ 20:00 საათზეა დაგეგმილი, საქართველოს ნაკრების  ფეხბურთელის და ნიდერლანდების ქალაქ არნემის ვიტესის კაპიტნის გურამ კაშიას მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით გამოსვლას ეძღვნება, რომელიც ლგბტ თემის მხარდამჭერ მესიჯად შეფასდა.