გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 მარტს 11:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში:
კონსტიტუციის, კოსტავას, რუსთაველის, სუმგ.მეტალურგების, ბარათაშვილის, 9 მაისის, ბათუმის, ბარათაშვილის, არაყიშვილის, ასლანიკაშვილის, სარაჯიშვილის, ბალანჩივაძის ქუჩებზე. 12:00-დან 18:10 საათამდე - აბონენტებს მე-20 მიკროში, ტაშკენტის ქუჩაზე. 12:00-დან 12:10 საათამდე და 18:00-დან 18:10 საათამდე - აბონენტებს მე-20 და 21-ემიკროში, შარტავას, ტაშკენტის, სპორტის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.