129 ტონა კარტოფილი უკან დააბრუნეს

2023-03-22 17:52:55

საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი" უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ჯამში 129.1 ტონა კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

აღსანიშნავია, რომ ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ფარგლებში, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი", გამოვლენილი იქნა ისეთი ცოცხალი მცენარეების შემოტანის ფაქტი, რომელთა იმპორტიც საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა ქვეყნიდან არის აკრძალული.

უწყების ცნობით, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული მცენარეები დაექვემდებარა განადგურებას.