მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე შარტავას ქუჩის #19 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. სამუშაოები ააიპ დასუფთავების სამსახურმა განახორციელა. აღნიშნული ტერიტორიის განსაკუთრებული დანაგვიანება, შეჩერებულმა მშენებლობამ გამოიწვია. მოსახლეობის განმარტებით, 2 წლის განმავლობში შეჩერებული მშენებლობისა და მიტოვებული კონსტრუქციების გამო, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, მათი გადაადგილებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და სხვა ნივთებისგან გაასუფთავეს.