27 წლის ბიჭს ეძებენ

2023-03-22 13:08:29

ტყიბულში 27 წლის მამაკაცს ეძებენ.

ილია ფუტკარაძე სახლიდან 17 მარტს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დაკარგულს გამორთული აქვს მობილური ტელეფონი.

მათივე თქმით, სახლშია დატოვებული ყველა სხვა პირადი ნივთიც, რომელსაც ბიჭი მოიხმარდა.

ოჯახის ახლობლების ცნობით, ილია ტყიბულში მეგობართან ერთად ცხოვრობდა და ის საქართველოში რუსეთიდან გასული წლის აგვისტოში დაბრუნდა. საქმეში ჩართულია პოლიცია.

"ტელეფონი გამორთულია, ნივთები, რაც მას გააჩნდა, სახლშია, ლეპტოპიც. თან წაღებული არაფერი არ აქვს. რამდენადაც მე ვიცი, პოლიციას უკვე დაწყებული აქვს ამ საქმეზე მუშაობა. გაუჩინარებამდე კომუნიკაცია ჰქონდა მეგობრებთან . თვითონ არ იყო კონფლიქტური ახალგაზრდა, სამუშაოს დაწყების პრობლემა ჰქონდა, მაგრამ არა მგონია ეს იყოს მიზეზი," - აცხადებს ოჯახის ახლობელი, მამუკა სულაქველიძე.

თუ ვინმეს ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დარეკეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 599 407 960.