მედიკოსები მოსახლეობას წითელა-წითურა-ყბაყურას საწინაღმდეგო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ვაქცინაციით სარგებლობა, 2 - წლიდან 29 - წლამდე, აუცრელ ან არასრულად აცრილ პირებს შეუძლიათ. რუსთავის #2 პოლიკლინიკის დირექტორის მოადგილის რუსუდან ადამიას განცხადებით, შემოდგომა ვირუსული ინფექციების მომატების კუთხით, ერთ-ერთ ყველაზე სარისკო პერიოდად ითვლება, ამიტომ ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გეგმიური აცრების ჩატარებაა აუცილებელია. ვაქცინაცია წლის ბოლომდე გრძელდება.