ვაკანსიები რუსთავის ბაღებში

2023-03-22 00:08:39

ა.(ა)ი.პ "რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს სასწავლო სააღმზრდელო პროცესის მმართველის (მეთოდისტი) პოზიციაზე;
2 ვაკანტური ადგილი

სამუშაოს აღწერილობა:
მეთოდისტი კოორდინაციას უწევს აღმზრდელს, აღმზრდელის თანაშემწის და მუსიკის პედაგოგის  საქმიანობას, უზრუნველყოფს მათ პროფესიონალურ მხარდაჭერას.

ჩართულია სააღმზრდელო მეთოდოლოგიის განხორციელების პროცესში თითოეულ ჯგუფში და აძლევს მათ რეკომენდაციებს;
ახორციელებს შიდა მონიტორინგს წინასწარ გაწერილი გეგმის  მიხედვით და სახავს შესაბამის ღონისძიებებს,
ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და წახალისებას.
აუცილებელი მოთხოვნა - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ მიმართულებაში/სპეციალობაში
აღმზრდელის ან ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ
2. საქართველოს მთავრობის N488 დადგენილება. საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი
3. საქართველოს  მთავრობის N437 დადგენილება- ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურების დამტკიცების  თაობაზე
4. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ფსიქოლოგია
კომპიუტერული პროგრამები
Mikrosoft Office Word
დარიცხული ხელფასი 4-6 ჯგუფიან ბაღში 1100 ლარი, 7-12 ჯგუფიან ბაღში 1243 ლარი
კანდიდატებმა  უნდა წარმოადგინონ
CV ფოტოსურათით, პირადობის მოწმობის ასლი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადებების მიღება
ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით გადარჩევა
გ) გასაუბრება
კანდიდატებმა  2023 წლის 22 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით გაერთიანების საორგანიზაციო განყოფილებაში უნდა წარმოადგინონ მითითებული საბუთები
გასაუბრება ჩატარდება 6 აპრილს 11:00 საათზე.
მისამართი: კოსტავას ქ. 20 (რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, მესამე სართული)

ფსიქოლოგის პოზიციაზე

1 ვაკანტური პოზიცია
1 დროებითი პოზიცია
კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
ფუნქციები:

ფსიქოლოგი უზრუნველყოფს ფილიალში თითოეული ბავშვისა და პერსონალის ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვას.
ეხმარება აღმზრდელს სხვადასხვა სპეციალისტის მიერ რეკომენდებული პროგრამების განხორციელებაში.
აგროვებს და აღრიცხავს ინფორმაციას კონკრეტული აღსაზრდელის შესახებ, მასზე უშუალო დაკვირვებით მარტივი ფსიქო - დიაგნოსტიკური საშუალებით.
აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა;
1. საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  შესახებ
2. საქართველოს  მთავრობის N437 დადგენილება- ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურების დამტკიცების  თაობაზე
3. გაერთოს ბავშვთა უფლებების კონვენცია.
4. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ფსიქოლოგია
დარიცხული ხელფასი 803 ლარი.
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
CV ფოტოსურათით;
პირადობის მოწმობის ასლი;
შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადებების მიღება
ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით გადარჩევა
გ) გასაუბრება
კანდიდატებმა 2023 წლის 22 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით გაერთიანების საორგანიზაციო განყოფილებაში უნდა წარმოადგინონ მითითებული საბუთები ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: Rustavisbagebi@gmail.com
გასაუბრება ჩატარდება 6 აპრილს 11:00 საათზე.
მისამართი: კოსტავას ქ. 20 (რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, მესამე სართული)

სპეციალური პედაგოგის პოზიციაზე

1 ვაკანტური პოზიცია
1 დროებითი პოზიცია
კონკურსანტს საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური პედაგოგის მომზადების მოდული. ასევე, სასურველია, ჰქონდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს ტრენინგები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
1. საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  შესახებ
2. საქართველოს  მთავრობის N437 დადგენილება- ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურების დამტკიცების  თაობაზე
3. გაერთოს ბავშვთა უფლებების კონვენცია.
4. ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებანი.
დარიცხული ხელფასი - 853 ლარი.
პოზიცია მოიცავს 40 სამუშაო საათს კვირაში.
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
CV ფოტოსურათით;
პირადობის მოწმობის ასლი;
შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
შესაბამისი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადებების მიღება
ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით გადარჩევა
გ) გასაუბრება
კანდიდატებმა 2023 წლის 22 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით გაერთიანების საორგანიზაციო განყოფილებაში უნდა წარმოადგინონ მითითებული საბუთები ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: Rustavisbagebi@gmail.com
გასაუბრება ჩატარდება 6 აპრილს 11:00 საათზე.
მისამართი: კოსტავას ქ. 20 (რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, მესამე სართული)

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სპეციალური ასისტენტის პოზიციაზე;

6 ვაკანტური პოზიცია
ფუნქციები:
პერსონალური ასისტენტი ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვზე, სათანადო დახმარებას უწევს  განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს დამოუკიდებელი და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის გაზრდაში, აქტივობებში ჩართვაში ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში.
ქცევის სირთულეების მართვაში ხელშეწყობა მულტიგუნდის მიერ წინასწარ შეთანხმებული გეგმის საფუძველზე
აპლიკანტს უნდა ჰქონდეს  უმაღლესი ან პროფესიული განათლება (დაიშვება შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტიც) ან შესაფერის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
საკვალიფიკაციო აქტების ცოდნა:
1. საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  შესახებ
2. საქართველოს  მთავრობის N437 დადგენილება- ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურების დამტკიცების  თაობაზე
3. გაერთოს ბავშვთა უფლებების კონვენცია
4. გაერთოს ბავშვთა უფლებების კონვენცია
სამუშაო დატვირთვა 20 სამუშაო საათი კვირაში
დარიცხული ხელფასი - 286 ლარი