"მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს" [photo]

2023-03-21 19:24:37

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით შშმ პირთა საზოგადოების ინტეგრაციაში ჩართვის სპეციალისტის, დავით ქრისტესიაშვილის ორგანიზებითა და გარდაბნის მერიისა და საკრებულოს დახმარებით რუსთავში სწრაფო კვების ობიექტმა შპს "მეხმა" გარდაბნის თერაპიული ცენტრის ბენეფიციარებს უმასპინძლა.

"დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე დღეს გარდაბნის თერაპიული ცენტრის ბენეფიციარებს გავულამაზეთ დღე და დავანახეთ რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს .

დიდი მადლობა "მეხის" უანგარო მასპინძლობისთვის და გემრიელობებით დაგემოვნებისთვის დღეს ბენეფიციარების  გამხიარულებისთვის და ლამაზი დღის ჩუქებისთვის მადლობას ვუხდით სწრაფი კვების ობიექტს" მეხი" და ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში გვედგა დღევანდელი დღის გალამაზებისთვის",- აცხადებს დავით ქრისტიაშვილი.