კანონდარღვევის 5 ფაქტი

2023-03-21 18:33:54

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 8-20 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფში", კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა.

უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 38 543,54 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 403,58 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ფულადი ჯარიმა ჯამში 38 543,54 ლარის ოდენობით შეეფარდათ.