მე-11კლასის მოსწავლეს სანადირო თოფი გაუვარდა, რის გამოც ყბა-სახის არეში დაზიანება მიიღო. შემთხვევა ცაგერის რაიონის სოფელ ხოჯის სკოლაში მოხდა.
დაშავებულ მოსწავლეს ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.