საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მიხეილ ჩხენკელი კი განათლებისა და მეცნიერებს მინისტრად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა.