სამი მოედნის და ქალაქის შემოსასვლელის რეკონსტრუქციის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ქალაქის შემოსასვლელში, კუნძულები და დეკორატიული გაბიონები ეწყობა, სამუშაოები მიმდინარეობს თამარ მეფის სახელობის და შარტავას მოედნებზე, აქტიურ ფაზაშია რუსთაველის სახელობის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესიც.
პროექტის თანახმად, ქალაქის შემოსასვლელში, თამარ მეფის, ჟიული შარტავასა და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნებზე მწვანე კუნძულები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები და გარე განათების სისტემა მოეწყობა. ოთხივე ლოკაციაზე დაირგვება 1700 -მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, იცვლება სასმელი წყლის, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებიც.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც რუსთავის შემოსასვლელის, ჟიული შარტავას, თამარ მეფის და რუსთაველის სახელობის მოედნების სრული რეკონსტრუქცია ხორციელდება, გარდამავალია და მისი ღირებულება 5 114 696 ლარია.
ინფორმაციას რუსთაის მერია ავრცელებს.