რა სიტუაციაა სკოლებში

2017-10-30 11:47:59

რუსთავის საჯარო სკოლებში გათბობის სისტემა ინდივიდუალურად, დირექტორების გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაირთვება.  რუსთავის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის რუსთავის არცერთ სკოლაში გათბობა ჩართული არ არის. მისი განცხადებით, სისტემის ჩართვა ამინდის გაუარესების შესაბამისად მოხდება.

გათბობის სისტემა გასულ წლებში ნოემბრის პირველ კვირებში ირთვებოდა.