ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

2017-10-29 20:53:27

გარემოს ეროვნული სააგენტო - "საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. 30 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს."

მომდევნო ოთხი დღის მანძილზე რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 30 ოქტომბერი - 21°C,  31 ოქტომბერი - 16°C, 1 ნოემბერი - 15°C,  2 ნოემბერი - 13°C.