როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

2023-03-17 00:56:11

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
შემდგომში გამოიდარებს და სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.

ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

რაც შეეხება რუსთავს, ჰაერის ტემპერატურა იქნება: 17 მარტი + 21°C, 18 მარტი + 20°C, 19 მარტი + 17°C, 20 მარტი + 13°C.