"ყველაფერი ქალების შესახებ"

2017-10-29 20:17:29

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში სპექტაკლი "ყველაფერი ქალების შესახებ" გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორი გურამ ბრეგაძეა, პიესა გაბრიელ ბარილის "თაბლობის თვე"-ს მიხედვით დაიწერა. სპექტაკლზე 5 მსახიობია დაკავებული და ისინი სცენაზე, ზოგადად ქალების ყოველდღიურობაზე, გრძნობებზე, თავგადასავლებზე, ღალატზე და სიყვარულზე ყვებიან.