რომელ მისამართებზე იზღუდება წყლის მიწოდება

2023-03-16 10:44:14

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.   

ტ. გრანერლის N2 წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით დღეს 10:30 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 

ბარნოვის, გიორგაძის, ჩეხოვის, ჩაპაევის, ტ. გრანელის, რჩეულიშვილის N7, 9 და სამგორის N4, 6.